суббота, 26 марта 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


ორბელის საჯარო სკოლა
ფიზიკის გაკვეთილის გეგმა
XI კლასი. მასწავლებელი ნინო ბურჯალიანი
1
გაკვეთილის მთავარი თემა
როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა ტელეკომუნიკაციის გზით შორ მანძილზე?
2
სწავლების საფეხური
მაღალი საფეხური. XI კლასი.ფიზიკის გაკვეთილი
3
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 9 მოსწავლეა. კლსში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე და სწავლება ხდება ჩვეულებრივი ფორმით
4
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ელექტრომაგნიტური ტალღების ენერგიის გამოყენების შესახებ. გაეცნობიან უსადენო გადაცემების ფუძემდებლებს, მათ მიღწევებს, ვიდეოინფორმაციის მიღების გზებსა და თანამედროვე განვითარების დონეებს
5
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ფიზ. XI. 3. მოიპოვებენ ინფორმაციას ელექტრომაგნიტური ტალღების კომუნიკაციური მიზნით გამოყენების შესახებ და აკეთებენ პრეზენტაციას. ეცნობიან ელექტრომაგნიტური ტალღების მიერ გამოსხივებული ენერგიის გამოყენებას ტელერადიოკომუნიკაციისათვის, გაეცნობიან ფუძემდებლებს, მათ მიღწევებს და განვითარების ეტაპებს.
6
წინარე ცოდნა
იციან ცვლად ელექტრულ და ცვლად მაგნიტურ ველებს შორის კავშირი, მათი თვისებები, ელექტრომაგნიტური ტალღა, მათი წარმოქმნა, გავრცელება, თვისებები
7
შეფასების საგანი და პროცედურები
ვაფასებ ჯგუფებს განმავითარებელი შეფასებით.( რა იყო კარგი, რა იყო გასაუმჯობესებელი და რა უნდა გაითვალისწინოს მომავალში ). პრეზენტატორებს ვაფასებ მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებით   (ქვემოთ იხილეთ შეფასების რუბრიკა).კაპიტნები აფასებენ გუნდის წევრებს და და გუნდს( ერთმანეთის მოსმენა,ჩართულობაწესების დაცვა, დროის ლიმიტი, ურთიერთთანამშრომლობა, რა მოსწონთ თავიანთი მუშაობისა და რას შეცვლიდნენმასში)
8
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
კომპიუტერები,ms word, პროექტორი, თეთრი ქაღალდი, მარკერები, XI კლასის ფიზიკის სახელმძღვანელო, ავტორი–ე.ბასიაშვილი.
9
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1–10 წთ
საორგანიზაციო საკითხები(მიზნის გაცნობა,ორ ჯგეფად განაწილება,კაპიტნების არჩევა,შეფასების პრინციპების გაცნობა)
აქტივობა 2 –10წთ
წინარე ცოდნის შემოწმება.
ორ ვარიანტად გამზადებულ ტესტებს გადავცემ ჯგუფებს. ტესტში 10 დავალებაა
აქტივობა 3–10წთ
შევსებულ ტესტებს ცვლიან გუნდები და ახდენენ ნამუშევრების ურთიერთშეფასებას. აჯამებენ ქულებს. წინასწარ გამზადებულ პასუხებს ვაჩვენებ პროექტორით. თითო სწორი პასუხი 1 ქულით ფასდება
აქტივობა 4–30 წთ
გუნდების წინაშე ვსვამ კითხვას, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიწოდება კომუნიკაციის გზით შორ მანძილზე. გუნდებს ვაძლევ დავალებას ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენების შესახებ, ინფორმაცია რადიოკომუნიკაციის ფუძემდებლებზე, მათ მიღწევებსა და განვითარების ეტაპებზე.მივუთითებ მისამართებს, გადავცემ დამხმარე ლიტერატურას
აქტივობა 5–20 წთ
პრეზენტაცია
აქტივობა 6–10 წთ
შეფასება .
კაპიტნები გამოთქვამენ აზრებს  გუნდების მუშაობის შესახებ
პრეზენტატორებს ვაფასებთ განმსაზღვრელი შეფასებით.ვაკეთებ კომენტარებს
გაკვეთილის ხანგრძლივობა–90 წთ


შეფასების რუბრიკა პრეზენტაციაში
კრიტერიუმები
1–3
4–5
6–7
8–10
აკეთებს პრეზენტაციის შესავალს
არასწორად აკეთებს
ნაწილობრივ სწორად აკეთებს
სწორად აკეთებს
სრულყოფილად აკეთებს
გადმოცემს მოპოვებულ ინფორმაციას
არასწორად გადმოცემს
ნაწილობრივ სწორად გადმოცემს
სწორად გადმოცემს
სრულყოფილად გადმოცემს
იყენებს თვალსაჩინოებას
ვერ იყენებს
ნაწილობრივ იყენებს
იყენებს
სრულყოფილად იყენებს
მსჯელობს თანამედროვე მიღწევებზე კომუნიკაციაში
არასწორად მსჯელობს
ნაწილობრივ სწორად მსჯელობს
სწორად მსჯელობს
დამაჯერებლად მსჯელობს
პასუხობს აუდიტორიის შეკითხვებს
არასწორად პასუხობს
ნაწილობრივ სწორად პასუხობს
სწორად პასუხობს
დამაჯერებლად პასუხობს
აკეთებს დასკვნას
ვერ აკეთებს
ნაწილობრივ აკეთებს
აკეთებს
სრულყოფილად აკეთებს

Комментариев нет:

Отправить комментарий